10/2/20

საღამომშვიდობის!

საღამომშვიდობის! უკვე ორი დღეა სკოლაში დავდივართ. მინდა კმაყოფილებით ავნიშნო, რომ ბავშვები ძალიან კარგად ართმევენ თავს ახალ მოვალეობას. ყურადღებით უსმენენ მასწავლებელს, ერთმანეთს. კარგად ასრულებენ მითითებულ დავალებებს, იცავენ წესებს. გაითვალისწინეთ, რომ სახელმძღვანელოები ცხრილის მიხედვით ატაროთ.მეორე ნაწილს ნუ გამოატანღთ. შეუმოწმეთ აქვს თუ არა კალამი.
დავალებები:
ქართული
თემა: წელიწადის დროები. ,,მშობლიური ენა" გვ.10. ისაუბრეთ ილუსტრაციების გარშემო. ლექსი ,,წელიწადი" შევეცადოთ, რომ თხრობით ვისწავლოთ. (ლექსი ჩანთაში მოძებნეთ. წინა ლექსსაც გამოვიკითხავ ორშაბათს)
 მოსწავლის რვეულში გვ.7და გვ.8 შეასწულეთ ყველა სავარჯიშო. მეორე სავარჯიშოების შესასრულებლად გამოიყენეთ კალამი. 
მათემატიკა 
თემა: დაწყვილება (იმუშავეთ სახელმძღვანელოს მე-11 გვერდზე) დამატებით:განამტკიცონ ათის ფარგალში თვლა.1-დან 10-ის ჩათვლით და 10-დან უკან.შეძლონ წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება. დასაწერად: მოსწავლის რვეულიდან გვ 8-9 ( თუ ბავშვს შეატყობთ დაღლას, აუცილებლად შეასვენეთ.) 
 სხვადასხვა აქტივობებისთვის დაგვჭირდება გეომეტრიული ფუგურების გამოჭრა.(თავისი ჩასაწყობით) დავდებ ნიმუშს, რის მიხედვითაც იხელმძღვანელებთ. გამოიყენეთ შედარებით მყარი ფერადი მუყაოს ქაღალდი. ზომას რაც შეეხება, გათვალეთ ისე, რომ მერხზე დასადებად არ იყოს არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარა.5-5 ცალი საკმარისია. რაც უფრო მალე შეძლებთ დამზადებას, მით უფრო მალე დავიწყებთ მუშაობას.






ბედნიერი შაბათ-კვირა!






No comments:

Post a Comment