2/26/21

 ქართული

ლექსი ,,დე, დედიკო, დედა" ისწავლეთ ზეპირად. მეორე ლექსი მშობლებთან ერთად წაიკითხეთ. აირჩიეთ ერთ-ერთი პერსონაჟი, დახატეთ და შეავსეთ ,,სიტყვების ღრუბელი" 

ლექსებს ავტვირთავ კლასის ჯგუფში.

ხელოვნების გაკვეთილზე დაგვჭირდება ფერადი ფურცლები, მაკრატელი და წებო.

ხალისიან შაბათ-კვირას გისურვებთ პატარებო!

2/25/21

მათემატიკა- გადაუმოწმეთ რვეულები. ვისაც ღიმილი აქვს მიღებული, მან დამოუკიდებლად და კარგად გაართვა თავი დავალებას.
დასაწერად:დამატებით: შეასრულეთ ისე, რომ ჩანდეს გამოთვლის ხერხი.

2/24/21

ქართული

დღეს კარგად წაიკითხეს ტექსტი ბავშვებმა! 
,,დედა ენის" სახელმძღვანელოში წაიკითხეთ ,,ჟ" ასოზე მოცემული ტექსტი.  იგივე ასო- ბგერაზე მოცემული დავალებები შეასრულეთ ცისფერ რვეულებში. 
თორმეტფურცლიან რვეულებში ჩახატეთ ჟოლო, გარშემო მოუწერეთ რამდენიმე მახასიათებელი. იგივე სიტყვაზე შეადგინეთ წინადადება და ჩაწერეთ. ( დაახატინეთ ბავშვებს).
წარმატებები!. 
მათემატიკაში წერეს დამოუკიდებლად. ვისაც შეფასება(ღიმილი) არ მიუღია იმეცადინოს იგივე თემაზე.

 ქართული

ასო-ბგერა ,,ჟ"

წაიკითხეთ ტექსტი  ,,წვიმიანი დღე" (ხუთჯერ მაინც)

მწვანე რვეულებში შეასრულეთ ახალ ასო-ბგერაზე მოცემული დავალებები.

წასაკითხ ტექსტში მოძებნეთ ერთსიტყვიანი წინადადებები და დამარცვლით ჩაწერეთ რვეულში. 

ხელოვნების მომდევნო გაკვეთილისთვის დაგვჭირდება ფერადი ფუეცლები, წებო და მაკრატელი.

წარმატებები!

მათემატიკა - გვ.94 "რიცხვების ღერძი" 

თითოეული სავარჯიშოს შესრულებისას ისაუბრონ ხმამაღლა. წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება ისევ ერევა რამდენიმე მოსწავლეს. 10-ის ჩათვლით რიცხვების შედგენილობა აღარ უნდა ეშლებოდეთ.

ხვალ დამოუკიდებლად დავაწერინებ ორ მაგალითს და ამუშავეთ სახლშიც.(ათის გავლით შეკრება-გამოკლებაზე.)

დასაწერად: მოსწ-ის რვეულში გვ.81



7+8=7+3+5=15

12-3=12-2-1=9

6+8=

7+5=

9+6=

11-6=

17-9=

15-8=

2/23/21

2/22/21

ქართული
ყურადღებით წაიკითხე ტექსტი და შეასრულე 2,3,4,5 დავალებები.
ქართული
,,დედა ენის" სახელმძღვანელოში წაიკითხეთ ტექსტი ,,კაჭკაჭი და კრუხი" (3_ ჯერ მაინც). ტექსტიდან ამოირჩიეთ სამი სულიერი და სამი უსულო არსებითი სახელი და დამარცვლით ჩაწერეთ 12ფურცლიან რვეულებში.

2/19/21

ქართული
ასო_ ბგერა ,,ჭ"
ორივე სახელმძღვანელოში წაიკითხეთ ტექსტი. მწვანე რვეულებში შეასრულეთ მოცემული დავალებები. (ცისფერ რვეულში არ შეასრულოთ. სკოლაში წამოიღეთ)
ლექსი ,,ჭიამაია" ისწავლეთ ზეპირად.
მათემატიკა- ყურდღება მიაქციეთ თვლას 20-ის ფარგლებში  წინ და უკან, მეზობელი რიცხვების დასახელებას.
 ათის ფარგლებში შედგენილობა ისევ ეშლება რამდენიმეს.. ორშაბათს დავაწერინებ დამოუკიდებელ წერას, დაურიგდებათ ფურცლები, სადაც მოცემული სავარჯიშოს მსგავსის შესრულება მოუწევთ.



სახელმძღვანელოდან ზეპირად იმუშავეთ 97-ე გვერდზე. ბოლო სავარჯიშო შეასრულონ რვეულში, ისე როგორც ვწერთ კლასში. წერის დროს იმსჯელონ ხმამაღლა.

მოსწ-ის რვეულში დაასრულონ ცხრილების შევსება 68-ე გვერდზე, შეასრულონ 77-ე გვერდზე მოცემული დავალებები.


დასაწერად:

2/18/21

მათემატიკა - "შეკრების ცხრილი"   სახელმძღვანელოდან გვ. 76 ზეპირად გაარჩიეთ, რვეულში არ გადაიხაზოთ ცხრილი.
მოსწ-ის რვეულში გვ.68  შეავსეთ ყველა ცხრილი შეკრებაზე. (გამოკლების ცხრილს არ ავსებთ)
დამატებით- 
1.შეასრულეთ შეკრება ათის გავლით.
8+9=
9+9=
6+9=
7+7=

2/17/21

ქართული
კიდევ წაიკითხეთ ტექსტი ,,თოჯინების მეჯლისი". სახელმძღვანელოში გვ.77 მოცემულია ენის გასარეხი. დაიხმარეთ წერითი დავალების შესრულებაში. შეავსეთ 12ფურცლიან რვეულებში სიტყვის პირამიდა სიტყვაზე ,,ჯადოქარი". 
ქართული
ასო- ბგერა ,,ჯ".
წაიკითხეთ ,,მშობლიური ენის " სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტი( ხუთჯერ აუცილებლად).
მწვანე რვეულში შეასრულეთ,,ჯ" ასოზე მოცემული დავალებები. მეტი დრო დაუთმეთ კითხვას!

2/15/21

მათემატიკა- "შეკრება ათეულის წარმოქმნით"
მოსწ-ის რვეულიდან გვ.67  გადაიწერონ მაგალითები დამატებით რვეულებში და შეასრულონ კლასში დაწერილი ნიმუშების მსგავსად.
გთხოვთ, წინასწარ დააწერინოთ ხვალინდელი დღის რიცხვი და საკლასო წერა. 
             17 თებერვალი
              საკლასო წერა
დავალება
ქართული
მოსწავლეთა უმრავლესობას მეტი მეცადინეობა სჭირდება კითხვაში. ლექსი დაისწავლეთ ზეპირად( ნაწილი მაინც). 12ფურცლიან რვეულებში დახატეთ ლოკოკინა. მიუწერეთ მხოლოდ ლექსში მოცემული მახასიათებლები. მოიფიქრეთ ერთი წინადადება, რომელშიც იქნება სიტყვა ,,ლოკოკინა" და ჩაწერეთ. 

დღეს შევამოწმე ბავშვები წერაში. კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგად წერენ. ხვალ შევამოწმებ კითხვაში. დასაწერი დავალება: მოიფიქრეთ თითო_ თითო წინადადება სიტყვებზე ,,წიწილა" ,,წამალი" და ჩაწერეთ 12 ფურცლიან რვეულებში. მათემატიკაში დასაწერი დავალება არ აქვთ. გაიმეორონ შედგენილობები. წარმატებები!

2/12/21

 საღამო მშვიდობის!

მოგეხსენებათ, ორშაბათიდან სწავლას ვაგრძელებთ სკოლაში. სკოლაში მოხვალთ დილით, ისევ იმ დროს, 8:30 წუთამდე. ამ დროს მოსწავლეები უკვე უნდა შევიყვანოთ შენობაში. გაკვეთილების დაწყებისა და დამთავრების დროები არ შეცვლილა:

I გაკვ. 9:00 __ 9:30        

II გაკვ.  9:35 __ 10:05.       

III გაკვ. 10:10 __ 10:40      

IV გაკვ. 10:45 __ 11:15   

V გაკვ. 11:20__ 11:50

არ შეცვლილა გაკვეთილების ცხრილიც. ინგლისური ენა ექნებათ ხუთშაბათს:

ორშაბათი

1. სპორტი

2. მათემატიკა

3. ქართული

4. ხელოვნება

სამშაბათი

1. ქართული

2. მათემატიკა

3.ბუნება

4.მუსიკა

ოთხშაბათი

1. ქარტული

2. სპორტი

3. მათემატიკა

4. ხელოვნება

5. ქართული

ხუთშაბათი

1. ქართული

2. ბუნება 

3. მათემატიკა

4. სპორტი

5. ინგლისური

პარასკევი

1. ქართული

2. მუსიკა

3. მათემატიკა

4. ქართული

სახელმძღვანელოები გამოატანეთ ცხრილის მიხედვით.

დისტანციური გაკვეთილების პედაგოგი ჯერ არ არის ჩემთვის ცნობილი.

რეგულაციები თქვენთვის უკვე კარგად არის ცნობილი. შევიკრიბებით ცხრის ნახევრამდე დათქმულ ადგილას ეზოში.  ყველა ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სწავლისთვის საჭირო ნივთები,  წყალი, სველი ხელსახოცი.

წარმატებები, ბავშვებო!