დავალებები
ქართული
იმეცადინეთ კითხვაში.
,, მშობლიური ენა"მოსწავლის რვეულში 23-ე გვერდზე გამოწერეთ ,,აი ია." წერის წესების დაცვით ( სიტყვაში ასოებს ვწერთ ერთი უჯრის გამოტოვებით. სიტყვებს შორის ვტოვებთ 2 უჯრას. ნიმუშში დააკვირდით სად არის წერტილი დასმული). ,,დედაენის" სამუშაო რვეულში არ გაქვთ დავალება შესასრულებელი.
ანდაზებიდან შეარჩიეთ ორი და ისწავლეთ:
მათემატიკა- გაიწაფეთ შესწავლილი ციფრების წერაში. მე-13 გვერდზე გამოწერეთ ერთიანები და ორიანები.
იმუშავეთ შემდეგ საკითხებზე: მცირე რაოდენობების გადათვლა; მეზობელი რიცხვების დასახელება; რაოდენობების შედარება დაწყვილების გამოყენებით და გროვებს შორის მეტ-ნაკლებობის ნიშნის სწორად მოთავსება; ვარჯიში ცნებებზე მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით,შუაში, შორის, შორს, ახლოს; სხვადასხვა წირზე რგოლების მოთავსება შიგნით, გარეთ, საზღვარზე; მიმდევრობის მომდევნო წევრის გამოცნობა. (აქტიურად გამოიყენეთ გეომეტრიული ფიგურები.)
მუსიკა
სასურველია დაისწავლოთ სიმღერის ტექსტი
მრავალი ბედნიერი და მშვიდობიანი სვეტიცხოვლობა დაგვდგომოდეს!!!!
ReplyDelete