4/23/21

4/22/21

ხვალ, პარასკევს არ მოდიხართ სკოლაში.  3 დღე ვაკვირდებით ბავშვებს. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიკავშირდებით. ხვალ დისტანციურად ჩავატარებ გაკვეთილს ქართულში 10 საათზე. ორშაბათიდან სწავლის გაგრძელების თაობაზე შეგატყობინებთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
ეს მეორე ზეპირად.
ქართული
,,პატარა ფეხბურთელი" გაწაფულად კითხვით.
მოსწავლის რვეულში გვ.66.შეასრულეთ წერითი დავალებები.  დავალებაში მოძებნეთ საგნის აღმნიშვნელი სიტყვები და ქვეშ ხაზი გაუსვით. შეავსეთ სიტყვის რუკა სიტყვაზე ,,სტადიონი"

4/21/21



ხვალ  წავაკითხებ შესრულებულ დავალებას. შეძლონ მსჯელობა.
ქართული
,,სიკო და ძია ნიკო" გაწაფულად კითხვით (გვ.44).
მოსწავლის რვეულში გვ. 68. შეასრულეთ მოცემული წერითი დავალებები.
დამოუკიდებელის ფურცელი აქვთ ჩანთაში. ამეცადინეთ იმ თემაზე, სადაც შეცდომები აქვთ.

4/20/21

მათემატიკა- 
განამტკიცეთ ზეპირი ანგარიში 20-ის ფარგლებში.

ბავშვებმა დამოუკიდებლად დახაზონ. (შეგიძლიათ მისცეთ მითითება, მაგრამ ნუ შეასრულებთ მათ მაგივრად დავალებებს!😉) ისაუბრონ ხმამაღლა. განმარტონ და დაახასიათონ თითოეული გეომეტრიული ფიგურა. რა განსხვავებაა და რა მსგავსებაა მათ შორის?
ქართული
გაიმეორეთ ხმოვნები და თანხმოვნები, სიტყვაში მარცვლების დათვლა. 
გრიმების ზღაოარი ,,მელია და ბატები" ძალიან კარგად კითხვით.
მოსწავლის რვეულში გვ.65.
შეავსეთ სიტყვის რუკა სიტყვაზე ,,ბატი".

4/19/21

4/18/21

ქართული
იაპონური თქმულება ,,სიძუნწე" ძალიან კარგად კითხვით/ თხრობით.
მოსწავლის რვეულში გვ.64. დაწერეთ მოცემული წერითი დავალებები.
კვირის ბოლოს უნდა შევამოწმო კითხვაში. იმეცადინეთ.

4/16/21

ქართული.
ტექსტისა და დავალების ფურცელი აქვთ ჩანთაში. დავალება ილუსტრაციითაც გააფორმონ. 2_3  წინადადების დაწერა საკმარისი იქნება.
 ბავშვებს გასაუმჯობესებელი აქვთ კითხვა. კარგი იქნება უფრო მეტს თუ იმეცადინებენ კითხვაში. ნაცნობ ტექსტს გაწაფულად უნდა კითხულობდნენ. სახელმძღვანელოში  ,,დედაენა" წაიკითხეთ ტექსტები გვ.42 ,,სასაუბრო" გვ.64 ,,სასაუბრო". მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ამ ტექსტების გარშემო დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
ეს, ვინც სკოლაში არ ყოფილა

4/15/21

ქართული
ტექსტი ,,ყვავი და სურა" გაწაფულად კითხვით.
მოსწავლის რვეული გვ.62. შეასრულეთ მოცემული დავალებები. შესრულებულ დავალებაში მოძებნეთ საგნის აღმნიშვნელი სიტყვები და ქვეშ ხაზი გაუსვით.

4/14/21

ქართული
,,ჯიუტი თხები" ძალიან კარგად კითხვით.
დასაწერად მოსწავლის რვეულში გვ.59
პატარა რვეულში : ურჩიე, როგორ  მოიქცეს ჯიუტი ადამიანი?
მათემატიკაში გაიმეორონ შესწავლილი გეომეტრიული ფიგურების განმარტებები. გაკვეთილზე დაჭირდებათ მშრალი წებო.

4/13/21

ქართული ,,ჩიტი და ვასო" ( დედაენა გვ.13 ) თხრობით. ტექსტში მოძებნე საგნის მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები და ქვეშ ხაზი გაუსვი.
დასაწერად:
ცისფერ რვეულში გვ.49. 
რას ურჩევდი ვასოს? (დაწერე )

4/11/21

ქართული
,, პეპელა და ფუტკარი" გაწაფულად კითხვით.
მოსწავლის რვეულში შეასრულეთ მოცემული დავალებები. გვ.58
სახატავი რვეული, მოწესრიგებული ფანქრები, სახაზავი, წებო ყოველდღე უნდა გქონდეთ ჩანთაში.
ხვალ გამოატანეთ ,,დედაენის" მეორე ნაწილი.

4/8/21

ორშაბათს მსგავს სავარჯიშოებს დაწერენ დამოუკიდებლად.

4/7/21

ბუნება
სახელმძღვანელო გვ.55,56.რატომ ჰქვიათ შინაური ცხოველები? გარეული ცხოველები? მოიძიე რა ჰქვია ბევრ ძროხას, ბევრ ცხენს, ბევრ ცხვარს, ბევრ თხას ერთად?
ქართული
,,ქეთოს მერცხალი" ზეპირად. მოსწ. რვეულში გვ.57.
შეავსე სიტყვის რუკა სიტყვაზე ,,მერცხალი". შეადგინე ერთი წინადადება, რომელშიც იქნება საგნის ნიშან_ თვისების აღმნიშვნელი სიტყვა.
დაწერე 2_3  წინადადება: მე რომ ფრთები მქონდეს...( სად გაფრინდებოდი?  ვის/რას ნახავდი?)




4/6/21

ქართული
ტექსტი ,,დაიკო და ძამიკო" ძალიან კაგად კითხვით. გვ.23
მოსწავლის რვეულში გვ 56. 
ჩვენ უკვე ვისწავლეთ საგნის აღმნიშვნელი სიტყვები( ვინ? რა?), საგნის მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები ( რას შვრება? რას აკეთებს?) და საგნის თვისების აღმნიშვნელი სიტყვები ( როგორია?).
მსგავსად დაწერეთ სახლში:
წინადადება
ჭრელი პეპელა დაფრინავს.
დღეს შევამოწმე სიტყვების კითხვაში. შეფასების ფურცლები და დამოუკიდებელი სამუშაოს ფურცლები თან აქვთ.


ქართული
დაიხმარეთ ,,დედაენის" მეორე ნაწილი და იმეცადინეთ კითხვაში. ივარჯიშეთ სიტყვების დამარცვაზე.
ხვალ შევამოწმებ სიტყვების კითხვაში. დავაწერინებ წინა დამოუკიდებელის მსგავს დამოუკიდებელს. ეს წინა დამოუკუდებელის ფოტოა.

4/5/21

მათემატიკა
1.იპოვე უცნობი რიცხვი (კლასში შესრულებული ნიმუშის მსგავსად):
[  ]- 5 = 3                     [  ]- 7 = 10
[  ]+4 = 14                   6+[  ] = 9
 
2. დაალაგე რიცხვები კლებადობით:
 7       16        9      14     11    13
 
 
3. შეადარე:
5+4[  ]8-1                12-9[  ]6+3
4+7[  ]10+1              12-3[  ]6+2
 
4. დახაზე სამი გვერდისაგან შედგენილი შეკრული ტეხილი. გააფერადე მისი შიდა არე. რა ჰქვია ასეთ შეკრულ ტეხილს?

4/4/21

ქართული
ტექსტი ,,სახლი" ძალიან კარგად კითხვით. გვ.21. 22_ე გვერდზე მოცემული სავარჯიშოები გააკეთეთ ზეპირად.
მოსწავლის რვეულში გვ.55. დაწერეთ მოცემული დავალებები.