6/7/21

 ბავშვებო, მოგვიანებით, კიდევ ერთხელ გილოცავთ პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და ულევ სიხარულს!

კარგად დაისვენეთ ზაფხულში, რომ ახალი შემართებით შევუდგეთ  მეორე საწავლო წელს სექტემბერში! 

თუ ზაფხულში გასართობს ვერაფერს იპოვით, კარგი იქნება, რამეს თუ წაიკითხავთ. მინდა შემოგთავაზოთ თანამედროვე ქართველი ავტორის ლელა ცუცქირიძის წიგნი ,,ატუსა და მატუსა".  გაერთეთ ტყუპი, ონავარი დებისა და მათი ბებია-ბაბუის მხიარული თავგადასავლებით. ხელიც რომ გაავარჯიშოთ წერაში, დაიხმარეთ მეორე კლასის კალიგრაფიის რვეული.