დავალებები
ქართული
ორივე სახელმძღვანელოში იმუშავეთ კითხვაზე. ასო-ბგერა ,,თ". ზოგიერთ მოსწავლეს მეტი მუშაობა სჭირდება კითხვის გასაუმჯობესებლად. კითხვისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვმა იკითხოს მარცვალ-მარცვალ ( და არა ცალ-ცალკე ასო-ბგერები დნაწევრებით).
,,მშობლიური ენის" სამუშაო რვეულში (გვ.23) გამოწერეთ ,,თ" 2 ხაზზე. დამატებით შეგიძლიათ იმეცადინოთ ,,დედაენის" სამუშაო რვეულის მეორე ნაწილში, გამოწეროთ შესწავლილი ასო-ბგერები: ა,ი,თ. პირველ ნაწილში არ ვასრულებთ არანირ დავალებას. ლექსი ისწავლეთ ზეპირად
ჩანთაში ჩაუწყვეთ ყველა საჭირო სახელმძღვანელო და რვეული ცხრილის მიხედვით.
მათემატიკა- სახელმძღვანელოდან გვ.17 იმუშავეთ ზეპირად:
რომელია მეტი? რომელია ნაკლები?
რამდენი ცხვარია? რამდენი ხეა? (რამდენიც ცხვარია, იმდენივეა ხე.)
დასწერად: გვ.21
No comments:
Post a Comment